შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შეზღუდვების ვადა 15 ივლისია, გამორიცხული არაა ტრანსპორტის მოძრაობა უფრო ადრე აღდგეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 მაისი 2020

არსებული შეზღუდვების მაქსიმალურ ვადად 15 ივლისის განსაზღვრა არ ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მოქმედი ყველა შეზღუდვა 15 ივლისამდე შენარჩუნდება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ. 

მათივე განმარტებით, შეზღუდვების შენარჩუნება და/ან მათი გაუქმება ქვეყნის ეპიდსიტუციაზეა დამოკიდებული. 

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით სპეციალისტების რეკომენდაციებს ელოდებიან, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მიიღებენ. აღნიშნულის შემდეგ დადგენილებაში კონკრეტული ცვლილებები შევა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 31 მარტიდან 22 მაისამდე საგანგებო რეჟიმი და ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებდა. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში მიიღო. ამ განკარგულების თანახმად, მოქალაქეებს 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებოდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მააისის 00:00 საათამდე მოქმედებდა. 23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა ისევე როგორც კომენდანტის საათი გაუქმდა, თუმცა ძალაში გარკვეული რეგულაციები რჩება. 

საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვების ძალაში დატოვების შესახებ დადგენილება გამოსცა, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 15 ივლისამდეა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია