სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადიგენის 5 სოფელსა და ქალაქ ვალეს დენი ავარიულად გაეთიშა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მაისი 2020
ადიგენის 5 სოფელსა და ქალაქ ვალეს დენი ავარიულად გაეთიშა მთავარი → სიახლე, საზოგადოება 22.05.2020 ქვესადგურ „ადიგენზე“ დაზიანების გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის მცხოვრებლებსა და ქალაქ ვალის ნაწილს ელექტოენერგია არ მიეწოდება. დასახლებებში დენი დღეს, 22 მაისს დაახლოებით 16:00 საათზე გაითიშა. "ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება: უდეს, არალს, ბოლაჯურს, ზაზალოს, წარბასთუმანსა და ქალაქ ვალის აბონენტების ნაწილს. კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ, მთლიანობაში რამდენ აბონენტს ეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება: „ქვესადგურ ‘ადიგენზე’ არის ავარიული გამორთვა, რამდენ აბონენტს არ აქვს დენი და რა მიზეზით მოხდა ავარია ვერ გეტყვით, მიწოდება აღდგება 18:00 საათზე“ - გვითხრეს კომპანიაში.[რიობი ზარიძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია