ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის თემის სოფელ გულიანში ახალგაზრდა კაცმა თავი მოიკლა.
როგორც "გურიის მოამბისთვის" ხდება ცნობილი,ორი დღის წინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გულიანში 35 წლის ბ. ე-მ, თავი სანადირო თოფით მოიკლა.
მან სიკვდილის წინ წერილი დატოვა. თუმცა სიკვდილის დეტალები, ან წერილის შინაარსი ამ დრომდე ცნობილი არაა.
საქმეს პოლიცია იძიებს, ჩვენ ვარკვევთ დეტალებს და ახალ ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.