შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რატომ დაიშალა ახალციხის საკრებულოში ფრაქცია, ‘ქართული ოცნება-მწვანეები’

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მაისი 2020
რატომ დაიშალა ახალციხის საკრებულოში ფრაქცია, ‘ქართული ოცნება-მწვანეები’ მთავარი → სიახლე, პოლიტიკა 22.05.2020 ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეები“, რომელსაც თამარ გოგოლაძე ხელმძღვანელობდა და სულ სამი წევრისგან შედგებოდა, დაიშალა. გოგოლაძე თანაფრაქციელებმა მარტო დატოვეს, რასაც თავად იმით ხსნის, რომ დეპუტატებმა ერთგვარად „დასაჯეს“, რადგან ახალციხის მერიის მუშაობის შესახებ პროტესტი არაერთხელ გამოთქვა. ახალციხის საკრებულოს წევრებმა არჩილ უჩიძემ და მკრტიჩ გინოსიანმა ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადებები დღეს, 22 მაისს დაწერეს. ამ ფაქტს ფრაქციის ხელმძღაველი იმით ხსნის, რომ დეპუტატება „დასაჯეს“, რადგან იგი უკვე რამდენიმე თვეა ახალციხის მერიაში აუდიტის შესვლას მოითხოვს და მერიის სამსახურების მუშაობის შესახებ უკმაყოფილებას გამოთქვამს.„გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერიაში აუიდიტი საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ უნდა შევიდეს. სწორედ საგანგებოს მოხსნის წინა დღეს, რატომღაც ისე რომ წინაპირობა არ ჰქონდათ, ორივე წევრი განცხადებას წერს და გადის. ამით მიდიან იმაზე, რომ მე ხელფასს ვკარგავ. თან სულ ვითხოვდი აუდიტის შესვლას და ვფიქრობ საინტერესო დამთხვევაა, აბა რა მიზეზი უნდა ჰქონოდათ წასვლის?!“, - აცხადებს თამარ გოგოლაძე.რა მიზეზი აქვს წასვლას, ამის შესახებ ფრაქციიდან წასული დეპუტატები არ საუბრობენ: „ჩემი პოზიცია იყო ასეთი. ასე გადავწყვიტე და იმიტომ დავტოვე. არაფერი მომხდარა“, - ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ფრაქციიდან გასული წევრი არჩილ უჩიძე.კითხვაზე, აპირებს თუ არა შეუერთდეს სხვა ფრაქციას, დეპუტატი ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით ამ თემაზე ვერ ისაუბრებს.საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე ამბობს, რომ ფრაქციის დატოვების შესახებ ჯერ დეპუტატების განცხადებები არ მიუღია, თუმცა იცის, რომ „ქართული ოცნება-მწვანეების“ წევრები, ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ გადავიდნენ: „არ ვიცი რატომ დატოვეს, თავად მათ ჰკითხეთ მიზეზი. „ქართული ოცნების“ ფრაქციაში გადავიდნენ, თუმცა ჯერ განცხადებით არ მოუმართავთ“.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ ეტაპზე ოთხი ფრაქცია დარჩა.ამავე თემაზე ნახეთ:
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია