შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქში ხემ მანქანა და გარე განათების ხაზი დააზიანა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 მაისი 2020
ახალქალაქში ხემ მანქანა და გარე განათების ხაზი დააზიანა მთავარი → სიახლე, საზოგადოება 25.05.2020 დღეს, 25 მაისს ძლიერმა ქარმა ახალქალაქში, ყოფილ სამხედრო ქალაქში ხე მოგლიჯა, რომელიც სატვირთო მანქანას დაეცა, დაზიანდა გარე განათებაც. მომხდარის შესახებ საინფორმაციო სააგენტო jnews.ge წერს. შემთხვევა დღეს, დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა. სააგენტოს ინფორმაციით, ქალაქში ბევრი გამხმარი ხეა, რომელიც საფრთხეს უქმნის გამვლელებს და მანქანებს. დღევანდელი შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.მეორე დღეა რეგიონში ძლიერი ქარი და წვიმაა, სინოპტიკოსების ინფორმაციით, ხვალიდან 26 მაისიდან გამოიდარებს.[რიმა სარუხანიან, ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია