შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ - რას გეგმავს ივანიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 მაისი 2020

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი, შესაძლოა, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს. 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს უფლებამოსილების ვადა 15 ივნისს ეწურება. 

ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ქვეყნის არაოფიციალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი ეცდება, ამ თანამდებობაზე მისთვის სანდო კადრი დანიშნოს, რადგან სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოა ის ორგანო, სადაც საარჩევნო დავების არსებობის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. 

ოპოზიცია ამბობს, რომ ქართული ოცნების მხრიდან გასაკვირი არ იქნება, რომ თეა წულუკიანის კანდიდატურა ამ თანამდებობაზე განიხილებოდეს. მათი მტკიცებით, ივანიშვილს ძალიან ეშინია, რადგან მოდის გადამწყვეტი არჩევნები და მას სურს სანდრო კადრი ჰყავდეს ქვეყნის უმაღლეს სასამართლო ორგანოში.

ხელისუფლებას ბოლომდე აქვს მიტაცებული სახელმწიფო, მისი ყველა ინსტიტუტი, მათ შორის, სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლო იქცა ივანიშვილის მორჩილი პოლიტიკური კადრების პენსიაზე გასაშვებად. ის უმაღლესი სასამართლო ინსტანცია, რომელმაც ჩვენი მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი საკთხები უნდა განსაზღვროს, ივანიშვილმა გახადა მისი მართვის ინსტრუმენტად. არ გამიკვირდება, თუ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რადგან ჩვენ გვახსოვს მანანა კობახიძის მაგალითი, -  ამბობს საპარლამენტო ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმდჯდომარე სალომე სამადაშვილი.

ოპოზიციის მტკიცებით, თუ ვინმე არ უნდა იყოს საკონსტიტუციოს თავმჯდომარე, ეს არ უნდა იყოს თეა წულუკიანი.  

თუ ვინმეს უნდა კრიტერიუმები, თუ როგორი უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზოგადად მოსამართლე, ნებისმიერი დონის, უნდა აიღოთ წულუკიანი და ყველა მისი საპირისპირო თვისება უნდა შეარჩიოთ. წულუკიანი არის ანტიპოდი, როგორი უნდა იყოს მოსამართლე, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია. 

არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლები არიან დარწმუნებულნი, რომ მმართველ პარტიას უნდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმდჯომარედ საკუთარი ინტერესების გამტარი ადამიანი ჰყავდეს. ისინი ითხოვენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცესი იყოს გამჭვირვალე.

ერთერთი უმნიშვნელოვანესი უფლებამოსილება უკავშირდება არჩევნების, რეფერენდუმის და მსფავსი საკითხების კონსტიტუციოურობა, წლის ბოლოსთვის თეორიულად საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება ერთერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი იყოს ამ გადაწყვეტილებების მიღებაში.  - ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე კანდიდატურების შერჩევა დაწყებულია. ეს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ და მისმა პლენუმმა უნდა მიიღოს. კანდიდატებმა  საკუთარი კანდიდატურა 5 ივნისამდე უნდა წარადგინონ. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია