შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ერთმორწმუნე მტერი" კვლავაც ოკუპაციის მომაკვდინებელ ცოდვაშია"- მეუფე მელქისედეკი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 მაისი 2020

ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკისი 26 მაისთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში წერს.

"ყოველი წლის 26 მაისს, განსაკუთრებული ტკივილით მახსენდება, რომ "ერთმორწმუნე მტერი" კვლავაც ოკუპაციის მომაკვდინებელ ცოდვაშია და მის მიერ ჩვენს ქვეყანაში გავლებული მავთულხლართები ჩვენი სახლის ერთი კუთხიდან მეორეში გადაადგილებაში გვიშლიან ხელს, მაგრამ მგონია, რომ სხვა პრობლემის წინაშეც ვდგავართ, ესაა არა ტერიტორიის, არამედ გონებისა და გრძნობების ოკუპაცია. დიახ, ვხედავ, რომ ჩვენს არაერთ თანამემამულეს, გულსა და გონებაში აქვს გავლებული მავთულხლართები და უჭირს გაარჩიოს ქვეყნის ნამდვილი მტერი და მოყვარე."

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია