შიდა ქართლი
უფლებადამცველს ქარელის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებას არ მისცემენ
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
28 მაისი 2020
ლექსო მერებაშვილს 29 მაისს ქარელის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით
გამოსვლის უფლებას არ მისცემენ. ამის შესახებ წერილობითი პასუხი
საკრებულოს აპარატისგან დღეს მიიღო.
საკრებულოს თავმჯდომარემ, ივანე არდემანაშვილმა ლექსო მერებაშვილს
აცნობა, რომ წერილობითი განცხადება 2 დღით ადრე უნდა წარედგინა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, 27 მაისს, საკრებულოს აპარატს
წერილობით მიმართა იმის შესახებ, რომ 29 მაისის სხდომაზე საკუთარი
პოზიციის დაფიქსირება სურს.