შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეუფე იაკობს სასამართლომ ბოდიშის მოხდა და ჯარიმა დააკისრა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 დეკემბერი 2018

სარჩელი პატრიარქის ქორეპისკოპოსის წინააღმდეგ - ადვოკატ მიხეილ რამიშვილის დავა მეუფე იაკობის წინააღმდეგ, სასამართლომ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მეუფეს ბოდიშის მოხდა და ერთი ლარის გადახდა დააკისრა.

ამის შესახებ კომენტარს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აკეთებს:

„სასამართლომ მიიღო ნამდვილად დამოუკიდებელი გადაწყვეტიელბა, ეს იყო მოსამართლის ვაჟკაცური გადაწყვეტილება და იმ ცილისწამებისთვის რაც ქორეპისკოპოსმა ჩემი მისამართით გამოიყენა, მას მოუწევს სიმბოლური თანხის გადახდა და ბოდიშის მოხდა. მეუფე იაკობის სურვილი იყო მოეხდინა ჩემი დისკრედიტაცია, რომ ხალხს არ ერწმუნა მამა გიორგი მამალაძის უდანაშაულობა, თუმცა, როგორც მეუფე იაკობის ტყუილი დავადასტურეთ, ასევე ვაპირებთ დავადასტუროთ დეკანოზის უდანაშაულობა, ხალხი დარწმუნდა, რომ გიორგი მამალაძე არის უდანაშაულო“, - აღნიშნა ადვოკატმა.

მიუხედავად იმისა, რომ რამიშვილმა ქორეპისკოპოსს სასამართლო დავა მოუგო, ის აპირებს საეკლესიო სამართალს მიმართოს:

„დაუსჯელობის სინდრომი უნდა დასრულდეს, აუცილებლად მივმართავ საეკლესიო სამართალს, რომ ქორეპისკოპოსმა ამბიონიდან სიმართლე იქადაგოს და არა ტყუილი“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია