სამცხე-ჯავახეთი
ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
28 მაისი 2020
ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა
მთავარი → სიახლე, საზოგადოება 28.05.2020
ახალციხის მერის მრჩეველმა გელვასი გელაძემ, შპს „მშენებლი 2004“-ის წილი დათმო და გაასხვისა. ეს ის კომპანიაა, რომელმაც გელვასი გელაძის მერიაში დანიშვნის შემდეგ, ექვს წელში ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული 15 ტენდერი მოიგო.
გელვასი გელაძე შპს „მშენებლი 2004“-ის 20%-იანი წილის მფლობელი იყო. 2020 წლის 15 თებერვალს მან წილი სრულიად უსასყიდლოდ გაასხვისა უშანგი ყულჯანიშვილზე. გამსხვისებელ-დამთმობი ხელკშეკრეულბა წინაპირობის გარეშე გაფორმდა.„მშენებელი 2004“ ის კომპანიაა, რომელმას მას შემდეგ, რაც გელვასი გელაძე მერიაში დაინიშნა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 15 ტენდერში გაიმარჯვა და ჯამში 924 866 ლარი მიიღო.ამ ფაქტთან დაკავშირებით 2019 წლის ოქტომბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველომ“ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ გელვასი გელაძე კანონს არღვევდა, რადგან იგი საჯარო მოხელე იყო და პარალელურად კომპანიის წილს მართავდა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მათი კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, გელვასი გელაძემ საკუთარი საქმიანობა კანონიერ ჩარჩოში მოაქცია და წილი სრულად დათმო-გაასხვისა. „ჩვენი კვლევის შემდეგ, რაც სუს–მა დაიწყო გელვასი გელაძის ამბის შესწავლა, გელაძემ გაასხვისა, დათმო თავისი 20% წილი კომპანიაში“, - აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი, თამუნა უჩიძე.მისივე თქმით, 2019 წლის ოქტომბრიდან თებერვლამდე პერიოდში, ანუ სანამ გელვასი გელაძე წილს გაასხვისებდა, მისი კომპანია „მშენებლი 2004“ ისევ აქტიურად მონაწილეობდა ახალციხის ტენდერებში.„საერთო ჯამში, კვლევის გამოქვეყნებიდან წილის დათმობამდე პერიოდში, ახალციხის მერიიდან გელვასი გელაძის კომპანიამ მიიღო 697 575 ლარი. ამ თანხიდან 53 400 ლარზე, ახალციხის მერიამ გელვასი გელაძის კომოპანიას პირდაპირი შესყიდვის წესით სამი ხელშეკრულება გაუფორმა: სოფელ საყუნეთში სკოლის გარეთ სანიტარული კვანძის მოწყობა; მინაძეში სანიაღვრე არხის მოწყობა და ახალციხის მეორე სკოლაში პანდუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები“.უჩიძე მიიჩნევს, რომ გელვასი გელაძე ე.წ. კორუფციული საქმიანობას აგრძელებდა მას შემდეგაც, რაც ანტიკორუფციულმა სააგენტომ მისი საქმის შესწავლა დაიწყო. „ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა ხალხისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ მივმართეთ ყველა შესაბამის უწყებას ამ ფაქტზე რეაგირებისთვის. რელურად, გელვასი გელაძე იყო შესყიდვებში „ყველაფერი“: შემსყიდველიც, სამუშაოების შემსრულებელიც, სამუშაოების ზედამხედველიც. გამოდის, რომ რაშიც ჩვენ ვხედავდით კორუფციის ნიშნებს, ეს ყველაფერი ისევ გაგრძელდა“, - ამბობს თამუნა უჩიძე. შპს „მშენებლი 2004“-ის 20-20%-იან წილებს ხუთი პირი იყოფს: ავთანდილ ბალახაშვილი, უშანგი ყულჯანიშვილი, ფრიდონ კაპანაძე, ოთარი თათენაშვილი და მირიან ბალახაშვილი. 2020 წლის თებერვლამდე უშანგი ყულჯანიშვილის ნაცვლად, 20%-იანი წილის მფლობელი გელვასი გელაძე იყო.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]