კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პატრიარქი ბოდბის მონასტერში იმყოფება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 მაისი 2020

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბოდბის მონასტერში სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა.

ბოდბელი მთავარ-ეპისკოპოსის, იაკობის ინფორმაციით, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 1 ივნისს აღავლენს.

წმინდა ნინოს ხსენებასთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 10 საათზე დაიწყება.

“მოგეხსენებათ პირველ ივნისს, საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანებას. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ღვთის მსახურებას ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლენს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია-II წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად.
ყველას, ვისაც გაქვთ სურვილი მიიღოთ მონაწილეობა საზეიმო ღვთისმსახურებაში (როგორც სასულიერო, ისე საერო პირებს), გეძლევათ ლოცვა-კურთხევა ჩამობრძანდეთ და ერთად ვიზეიმოთ. საღმრთო ლიტურგია დაიწყება დილის 10 საათზე”, – აღნიშნავს მეუფე იაკობი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია