თურქეთში, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. inforustavi-ის ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცი სტამბოლის ერთ-ერთ საწარმოში მომხდარი აფეთქების დროს დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჯინსის სამრეცხაოს განყოფილებაში წყლის გამათბობელო ქვაბი აფეთქდა, რასაც ნგრევა მოჰყვა. ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანის გადარჩენა, მაშველებმა ვერ შეძლეს.