"თუ "ნაციონალური მოძრაობა" მხარს არ დაუჭერს ამ ინიციატივას ეს, რა თქმა უნდა, დააზიანებს მათ. მგონია, რომ ისინი საბოლოო ჯამში, მაინც დაუჭერენ მხარს", - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა გააკეთა.
დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ეხმაურება და ამბობს, რომ თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს ინიციატივას, მათი რეპუტაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზეც შეილახება.
"ჩვენ დავინახეთ, მათმა ასეთმა ქმედებებმა აქამდე რა შედეგი მისცა რეიტინგების თვალსაზრისით, რომელიც გამოქვეყნდა რამდენიმე დღის წინ. ფაქტობრივად, მათი რეიტინგი ნულთან არის გასწორებული. ასეთი შედეგი მოუტანა მათ ბოქლომებით სირბილმა, იმ პოლიტიკურმა პერფორმანსებმა, რომელიც მათ აქამდე ატარეს. თუ ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ, ეს მათთვის იქნება საზიანო არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალითაც დანახული," - განაცხადა კახიანმა.
ბაკურიანი, ხელოვნური წყლის...