შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"2008 წელს არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს მაშინდელ ხელისუფლებას"- კობახიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 მაისი 2020

„დაახლოებით 100 000 ადამიანს, რომელმაც პანდემიის გამო ვერ მიიღო ხელფასი, უკვე ჩარიცხული აქვს 200 ლარი. ეს პროცესი გაგრძლდება და არის დღეების საქმე. ბაზებს სჭირდებოდა დამუშავება, აქ ხომ არ არის საუბარი საკუთარი ჯიბის ფულზე? საუბარია საბიუჯეტო სახსრებზე, გადასახადის გადამხდელის ფულზე. აქედან გამომდინარე, ზუსტად უნდა ყოფილიყო ეს ბაზები აღრიცხული და  გადამოწმებული. ამას სჭირდებოდა გარკვეული დრო“.

განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „რუსთავი2“-ის ეთერში და განმარტა, რომ ხელისუფლება მთელი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თითოეული თეთრის ხარჯვას.

„ დღეს ბევრი ტყუილი და დემაგოგია მოვისმინეთ, მათ შორის, ამ ნაწილში. ისეთი რამიეც კი ითქვა, რომ ერთადერთი ხელისუფლებაა საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც არცერთი თეთრი არ გაუღია მოქალაქეების და ბიზნესის სასარგებლოდ“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, 3 მილრდ არის გადადებული და ხარჯვა უკვე დაწყებულია, რომ სახელმწიფო დაეხმაროს მოქალაქეებს და  ეკონომიკურ სუბიექტებს.

„შეგვიძლია გავიხსენოთ, როგორი იყო ადრე ეს მიდგომა და როგორია დღეს.

2008 წელს, როცა ანალოგიური კრიზისული და პოსტკრიზისული მდგომარეობა იყო, არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს მაშინ ამ პოლიტიკურ პარტიებს. დღეს არის აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი განცხადებით, კრიზისი, რომელიც გამოწვეულია მსოფლიო გლობალური პანდემიით, დამახასიათებელია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ თითოეული სახელმწიფოსთვისაც.

„პრობლემა ყველგან არის ერთი და იგივე. კრიზისის გამო ადამიანები კარგავენ სამსახურს, შემოსავალს ან უმცირდებათ შემოსავალი. ასეთ დროს სახელმწიფოს ფუნქციაა, უზრუნველყოს ისინი ერთგავრი საარსებო მინიმუმით. ამ მიდგომით იმუშავა საქართველოს ხელისუფლებამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია