შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ივნისი 2020
ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 01.06.2020 სომხეთის პრემიერ–მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის მეთაურმა დღეს, პირველ ივნისს განაცხადა. "გუშინ გაირკვა, რომ ჩემი ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა. არანაირი სიმპტომი არ მქონია, თუმცა რადგან სამხედრო ნაწილების მონახულებას ვაპირებდი, ტესტის გაკეთება ამიტომ გადავწყვიტე", - ამბობს ფაშინიანი თავის გვერდზე გამოქვეყნებულ ფეისბუკ ლაივში. კორონავირუსი დაუდგინდა ფაშინიანის ოჯახსაც. "განვაგრძობ მუშაობას სახლიდან" - თქვა პრემიერმა. მისივე თქმით, ვირუსი სავარუადოდ ერთ-ერთ სხდომაზე გადაედო ოფიციანტისგან, რომელსაც მომსახურებისას ხელთათმანი არ ეკეთა."შევნიშნე, რომ ხელთათმანი არ ეკეთა და შენიშვნა მივეცი, თუმცა ვეჭვობ, რომ მანამდეც ხელთათმანის გარეშე მუშაობდნენ. ამ ოფიციანტსაც კორონავირუსი დაუდგინდა", - ამბობს ფაშინიანი.პრემიერმა ასევე ისაუბრა სომხეთში არსებულ რთულ ვითარებაზე.პირველი ივნისის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით 9 282 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 3 386, გარდაიცვალა 131 პაციენტი.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია