წინამდებარე ჯირკვლის გადიდება, კეთილი და ფიზიოლოგიური პროცესია. ის , ყველა კაცს აქვს ასაკობრივად. მაგრამ, 40 წლიდან, სჭირდება კონტროლი, თუ მიდის ნამდვილად კეთილად და რომ არ გადავიდეს მძიმე ფორმაში. კონტროლი, იმიტომ უნდა , რომ ეს გადასვლა, ძალიან შეუმჩნევლად ხდება. კაცს თავი, ლომი ჰგონია და ამ დროს, მხოლოდ, უყურადღებობის გამო, შეიძლება სავალალო ვითარება დაუდგეს. ძალიან ხშირია, ეს ვითარება. ამტომ , ამის შეხსენება, არათუ კარდინალური საკითხია. არამედ, უკიდურესად სასიცოხცხლო. ეს ჰიპერპლაზია, 50 წლიდან, თითქმის, ყველას აქვს. შეიძლება, სულ უსიმპტომიდ წავიდეს. ასევე, შეიძლება, ჰიპერპლაზიას ახლდეს სიმპტომები, რომლებსაც ,ქვედა საშარდე გზების სიმპტომები ეწოდება. ესენია-----------------------------ღამის შარდვა. შარდის ბუშტის დაუცლელობა. დისკომფორტი შარდვის დროს. წვეთობით და მტკივნეული შარდვა. შარდის მცირე დოზა. გაჭინთვის საჭიროება , შარდვის დროს. სავალდებულო არ არის, ყველა სიმპტომი, ერთად იყოს. წინამდებარე ჯირკვლის კიბო, სტატისტიკურად, კიბოებს შორის, წინა რიგშია. რაც დაინერგა, ჩვენს მედიცინაში-------პსა ანუ პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი, წინამდებარე ჯირკვლის, კიბოს გამოცნობა, ძალიან გაადვილდა. მაგრამ, ამისთვის უნდა დაიძრათ სახლიდან და ქართული კომპლექსები გადალახოთ. უნდა გამოიკვლიოთ 40 წლის შემდეგ, ყველა მამაკაცმა. ეს სასიცოცხლოა. ეს ხშირად არ ყვირის . არავითარი ჩივილით არ მიდის. მაგრამ, 50 წლიდან, მაინც, აუცილებლად გამოიკვლიეთ. სიზარმაცის გამო, ბედნიერი ასაკი არ გაცვალოთ კიბოს შანსზე. ძალიან დიდი რეაქცია გქონდეთ, თუ საზარდულის არეში, ჯირკვალი გაგიდიდდათ. ლიმფადენოპათიას, თუ ყურადღება არ მიექცა, ის შეიძლება ,ადვილად გადავიდეს სიმსივნეში. ნებისმიერი ლიმფადენოპათია, ნებისმიერ ადგილდზე ,ნებისმიერ ასაკში საგანგაშოა. ადამიანს უკიდურესად რომ უჭირს, მაშინ დიდება ჯირკვალი. ის ფარია, აკავებს შხამს და მავნე აგენტებს. უკვე ,რომ ვეღარ აკავებს, მათ შეჭრას ორგანიზმი, დაგისიგნალებს , მისი უმწეობის შესახებ ------------გადიდებით. საზარდულის არეში ლიმფადენოპათია, დიდი სიგნალია. თუ წინამდებარე ჯირკვლის, კეთილთვისებიანი გადიდების ვარიანტი არ არის და მისი კიბოა, მაშინ ის, მკვრივი კვანძით ან კვანძებით გამოიხატება. მაგრამ,ს აზარდულში კვანძის შეგრძნებაზე, გული არ უნდა გაგისკდეთ. ყველა კვანძი არ არის, პანიკის საფუძველი. კვანძი, შეიძლება, წინამდებარე ჯირკვლის კენჭმა ან ანთებამაც გამოიწვიოს. წინამდებარე ჯირკვლის, კეთილ გადიდებას და ქვედა , საშარდე გზების სიმპტომებს, იწვევს ესტროგენების და ანდროგენების მდგომარეობა. ანდროგენებია, ყველაზე ცენტრალური მოქმედი ბირთვი, ტესტოსტერონის წარმოშობასა და არსებულ სტატუსში. ასაკში რომ გადადის კაცი, ტესტოსტერონი თანდათან მცირდება. ჯირკვლის ჰიპერპლაზიის და ქვედა საშარდე გზების, სიმპტომების მიზეზებია აგრეთვე---------------------------თავის ტვინის, სისხლძარღვების პრობლემები. ნევროლოგიური დაავადებები. ძილის პრობლემა. საშარდე გზების ინფექციები. დიაბეტი. კენჭი. შარდის ბუშტის კიბო. გაციების საწინააღმდეგო წამლების და შარდმდენების, არამიზნობრივად გამოყენება. რაც საშარდე სისტემას ანგრევს. ჩვენ, ჩამორჩენილ, უკონტროლო ქვეყანაში ვცხოვრობთ. ასეთ ქვეყნებში კი, ყველაფერი ხალხის წინააღმდეგ მუშაობს. გაციების ან სხვა დაავადების დროს, თუ არ ჰყავს ადამიანს, საიმედო პირადი ექიმი, ის აფთიაქს აკითხავს. იქ კი, უხშირეს შემთხვევაში, იმას ტენიან, რაც ზედმეტი და ჩაწოლილია. წამალი შხამია, თუ მიზნობრივად არ მოხდ ა მისი გამოყენება. მაგალითად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევით და დასკვნით, ბავშვთა ასაკში, კვებით მოწამვლად შეფასებული, ინტოქსიკაციების 70 პროცენტი გამოწვეულია, არასწორად დანიშნული მედიკამენტებით და არა --------------საკვებით. საშარდე სისტემას, რომ დავწერ, ყურადღებით დააკვირდით. დღეს ,უამრავი ადამიანი დადის, ქრონიკული პიელონეფრიტით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით და საერთოდ არ იციან რა სჭირთ. პოსტზე, სამწუხაროდ, ხშირად არ არის ისეთი სპეციალისტები, ეს დაფიქსირონ. ამის გამო, დღეს ათასობით ადამიანი დიალიზზეა . თირკმლის ქრონიკული უკმარისობა არ ყვირის. მას მხოლოდ, კარგი ექიმი გამოიცნობს და თუ ვერ გამოიცნობენ, ერთ დღეს ეს ადამიანი, აუცილებლად, დიალიზზე მოხვდება. ასევე, ემართებათ მათ, პროსტატის კიბო. საშარდე სისტემის დაავადებები, ძალიან სპეციფიკურია . რაც უფრ მძიმე ფორმისაა, საშარდე სისტემის დაავადება, მით შეიძლება, სულ არ ჰქონდეს , მკვეთრი ჩივილები. ამიტომ, შეუმჩნეველი, საშარდე გზების დაავადებები ს ფონზე, ხშირია პროსტატის კიბოები, თირკმლის ქრონიკული უკმარისობები და შედეგში დიალიზზე ყოფნა. წინამდებარე ჯირკვლის, კეთილთვისებიანი გადიდების და მისი სიმპტომების დასარეგულირებლად, აუცილებელია ---------ანდროგენების მართვა. ანდროგენების საშუალებით ხდება, დეჰიდროტესტოსტერონის გავლენის კონტროლირება, ჯირკვლის გადიდებაზე. თუ ანდროგენები ფიზიოლოგიურ ზეწოლას და ზეგავლენას არ ახდენენ, მაშინ წინამდებარე ჯირკვალი, ზომაში მცირდება. დეჰიდროტესტოსტერონი, ფერმენტ ----------5 ალფა რედუქტაზის მეშვეობით, ტესტოსტერონისგან მიიღება. წინამდებარე ჯირკვალში, ის შეიწებებს ანდროგენის რეცეპტორს. ეს კომბინაცია, ჯირკვლის გადიდებას ხელს უშლის. 5 ალფა რედუქტაზას, ფიზიოლოგიური ცვლის ელემენტები,ბლოკავენ---- დეჰირდროტესტოსტერონის წარმოქმნას. ეს კი ამცირებს, ჯირკვლის ზომას. ამ პროცესს დღეს წარმატებით არეგულირებს- ორი პრეპარატი. ეს პრეპარატები, ასევე ბლოკავენ საშარდე ინფექციებს, შარდის სინდრომასაც და აზოტემიასაც. წინამდებარე ჯირკვლის თანამედროვე მკურნალობაში, ერთი მეთოდია, მისი სტენტირება. ის ძალიან შედეგიანი მეთოდია. ის შარდვის დისკომფორტს, სრულიად ხსნის. ანუ დავაკონკრეტებ, რომ სტენტი გამოიყენება, კეთილთვისებიანი გადიდების დროს----------შარდის ბუშტის ბოლოში, სპაზმის კუპირებისთვის. უფრო , გამოყენებაშია, ძალიან ასაკოვან კაცებში და შარდის შეკავების დროს. თუ ქირურგიული ჩარევის საჭიროება დადგა, ამ დროს ხდება, პროსტატის, ტრანსურეთრული რეზექცია. ქსოვილის რეზექცია, დიდ შედეგებს იძლევა. როცა წინამდებარე, ძალიან არის გადიდებული, მაგალითად ,მეტია 70 ან 80 გრამზე, მაშინ ხდებ ა ადენომექტომია. ამ დროს, მუცლის ღუ გაიხსნება და ხდება ამოკვეთა, გადიდებული ჯირკვლის ქ სოვილის. რა თქმა უნდა, ნაწილობრივი. თუ არ მიხედავს კაცი, წინამდებარე ჯირკვლის, კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიას, მაშინ ის გართულდება----------------------------------შარდის შეკავება. საშარდე გზების ხშირი ინფექციები. შარდის ბუშტში კენჭები. თირკმლების დაზიანება. შადრის შეუკავებლობა. თირკმლების მწვავე უკმარისობა. საბოლოოდ, სიმსივნის ჩამოყალიბება. კვებაზე და პროფილაქტიკაზე მომდევნო თავში ვისაუბრებ.გაგრძელება იქნება.