სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დასაქმებულთა მონაცემების გადაგზავნის ბოლო დღე პირველი ივნისია

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ივნისი 2020
დასაქმებულთა მონაცემების გადაგზავნის ბოლო დღე პირველი ივნისია მთავარი → სიახლე, საზოგადოება 01.06.2020 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ვინაიდან დამსაქმებელი კომპანიების მიერ, დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ, განაცხადების წარდგენის სავალდებულო ვადა 30 მაისი, არასამუშაო დღეს დაემთხვა, განცხადების წარდგენა პირველ ივნისამდე გახანგრძლივდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებელ კომპანიებს შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა შეუფერხებლად მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები.ინფორმაცია ვადის გაგრძელების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მიერ, 46 ათასზე მეტ მეწარმე სუბიექტს გადაეგზავნა.საკომპენსაციოდ დასაქმებულთა მონაცემები გადააგზავნეთ აქ.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია