სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სალომე ზურაბიშვილი ფოკაში იმყოფება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ივნისი 2020
სალომე ზურაბიშვილი ფოკაში იმყოფება მთავარი → სიახლე, საზოგადოება 01.06.2020 საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფოკაში წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით ჩავიდა. იგი ფარავნის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე წირვას დაესწრო. ფოტო: რადიო ნორის ვიდეოდანმართლმადიდებლური ეკლესია პირველ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს, საზეიმო წირვა ფოკაში ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა აღავლინა.წირვის დასრულების შემდეგ, მრევლი წმინდა ნინოს გზას დაადგა. ისინი ფეხით მსვლელობას მართავენ, რომელიც 42 დღის შემდეგ სვეტიცხოველში დასრულდება. სალომე ზურაბიშვილი ნინოწმინდაში გასულ წელსაც იმყოფებოდა. პრეზიდენტმა რიტუალზე საზეიმო კოცონიც აანთო. გასული წლის მსგავსად ქვეყნის პირველი პირი წელსაც მიიღებს მონაწილეობას მსვლელობაში.წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. პირველ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს - მისი გარდაცვალების დღე აღინიშნება. წმინდა ნინოს ქართველთა განმანათლებლად და საქართველოს ციურ მფარველად მიიჩნევენ.ნინოობასთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიაში ტარდება. განსაკუთრებით ეს დღე, ნინოწმინდაში, ფარავნის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე აღინიშნება. აქ წირვა იმ ადგილას აღევლინება, სადაც გადმოცემის მიხედვით, სომხეთიდან საქართველოში შემოსული ნინო ორი დღის განმავლობაში ისვენებდა.წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა, ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში. წმიდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი.ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია