შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის ბაზარში მოქალაქეები პირბადისა და თერმოსკრინინგის გარეშე შედიან

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 ივნისი 2020
ახალციხის ბაზარში მოქალაქეები პირბადისა და თერმოსკრინინგის გარეშე შედიან მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 05.06.2020 ახალციხის ბაზარში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არ იცავენ. სავაჭრო ობიექტში მყიდველების და გამყიდველების ნაწილს პირბადეები არ უკეთიათ, ყოველდღიურად არც თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ახალციხის ბაზარი ხუთ მაისს იმ პირობით გაიხსნა, რომ სავაჭრო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად იქნებოდა დაცული, ამ საკითხის მოგვარების მიზნით სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი ახალციხეში ორჯერ იმყოფებოდა.ოთხ ივნისს „სამხრეთის კარიბჭემ“ დააფიქსირა არაერთი ფაქტი, სადაც ჩანს, რომ ბაზრის ტერიტორიაზე გამყიდველების და მყიდველების ნაწილს პირბადე არ უკეთიათ, არ მიმდინარეობს თერმოსკრინინგი.„მაქვს პირბადე, უბრალოდ ძალიან ცხელა და ვიხსნი ხოლმე, მყიდველი რომ მოდის ვეუბნებით, რომ დისტანცია უნდა დაიცვას მაგრამ არ ესმით”, - ამბობს ერთ-ერთი გამყიდველი.ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ორი შესასვლელიდან მოქალაქეები ისე შედიან და გამოდიან, რომ თერმოსკრინინგი არ უტარდებათ.ბაზრის დირექტორი, ვახტანგ ქართველიშვილი გვეუბნება, რომ ცდილობენ დაიცვან უსაფრთხოების ზომები, მაგრამ ვერ ახერხებენ, რადგან თავად მოსახლეობა არ ითვალისწინებს რეკომენდაციებს.„თერმოსკრინინგს ისევ ვატარებთ. არაა მოხსნილი ეგ რეგულაცია, სადეზინფექციო ხსნარებსაც ვიყენებთ. უბრალოდ ხალხი გვიწევს წინააღმდეგობას. საეჭვოებს ვუტარებთ ხოლმე თერმოსკრინინგს. დილით მანქანები რომ შემოდიან, ჩვენს თანამშრომელბსაც ყველას ვუტარებთ, ჟურნალსაც ვაწარმოებთ. ქალაქის მოსახლეობა რომ მოდის სიმართლე გითხრათ უკმაყოფილოა, სულ არ მოვალთო გვეუბნებიან“, - ამბობს ქართველიშვილი, თუმცა როგორ ხვდებიან ვინ არის „საეჭვო“, ვისაც თერმოსკრინინგს უტარებენ, არ განუმარტავს.მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, ხუთ მაისს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმებს, სავაჭრო ობიექტის მეპატრონეებთან ერთად ახალციხის მერიის თანამშრომლებიც დაიცავდნენ. მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, "სამხრეთის კარიბჭესთან" განაცხადა, რომ ბაზარში მონიტორინგს ისევ აწარმოებენ, თუმცა ისეთი სიხშირით ვეღარ ახერხებენ.„ჩვენც ვახორციელებთ მონიტორინგს, ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში იქ იყო ხოლმე და ფოტომასალაც გვაქვს როგორ იცავდნენ ყველაფერს. მას შემდეგ, რაც ამდენი ობიექტი გაიხსნა, მათ შორის სოფლებშიც, ბაზარში სულ ვერ ვართ. ამ ამბით დავინტერესდებით“, - გვითხრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ.ბაზრის ადმინისტრაცია 29 მარტს, ტერიტორიაზე ხალხმრავლობისთვის, 15 000 ლარით დაჯარიმდა. მას შემდეგ დაწესდა შეზღუდვებიც. თითქმის ერთი თვის განმავლობაში ბაზარი დაკეტილი იყო, მუშაობდა მხოლოდ რამდენიმე მაღაზია.5 მაისიდან კი ობიექტმა მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის ერთ–ერთი რეკომენდაცია ის იყო, რომ ბაზარში მიუსაფარი ცხოველები არ უნდა შესულიყვნენ, ამისთვის ტერიტორია ბეტონის ფილებითაც შემოიღობა თუმცა, ცხოველები სავაჭრო ობიექტზე შესვლას მაინც ახერხებენ.კანონპროექტი: დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის 50 ლარით დაჯარიმდებით
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია