შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეიდან საქალაქთაშორისო მოძრაობა განახლდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ივნისი 2020

8 ივნისიდან შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი იწყება. დღეიდან საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.

კერძოდ, დღეიდან მოქალაქეებს შეეძლებათ ისარგებლონ დახურული კაფე-ბარების მომსახურებით. 

მუშაობას განაახლებენ სავალუტო ჯიხურებიც, რომელთაც 31 მარტიდან მუშაობის უფლება ჰქონდათ შეჩერებული. 

ასევე, 8 ივნისიდან მოქალაქეებს საქალაქთაშორიო ტრანსპორტით გადაადგილების საშუალება მიეცემათ. თუმცა, გარკვეული რეგულაციების დაცვა აქაც სავალდებულო იქნება. მგზავრებსა და მძღოლებს პირბადის ტარება მოუწევთ. როგორც ცნობილია, არ იგეგმება მგზავრობის ტარიფის გაზრდა, ასევე ჯერჯერობით უცნობია როდის აღდგება სარკინიგზო მიმოსვლა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია