კახეთი
როგორი ამინდი იქნება საქართველოში
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
10 ივნისი 2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში
შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა
დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37, სანაპირო რაიონებში +25,
+30, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.
უწყების ინფორმაციით, 11 ივნისს მაღალი ტემპერატურის ფონზე
საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.
12-13 ივნისს დასავლეთ საქართველოში შედარებით აგრილდება და
გაწვიმდება. მოსლოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ
საქართველოში ზოგან სეტყვაც.