სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქორწილისა და ქელეხის გადახდისთვის ჯარიმები დაწესდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ივნისი 2020
ქორწილისა და ქელეხის გადახდისთვის ჯარიმები დაწესდება მთავარი → სიახლე, საზოგადოება 08.06.2020 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და სხვა მასშტაბური ღონისძიებების გადახდის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 10 000 ლარით დაჯარიმდებიან. "მე მაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ჩვენი საზოგადოება იქნება ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის და ასეთი ტიპის დარღვევები არ გვექნება. ჩვენ ვალდებულები ვართ გავწეროთ წესები. მხოლოდ ასეთი მძიმე დარღვევის განმეორების შემთხვევაში დადგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა", - განაცხადა ოხანაშვილმა კანონპროექტის დაჩქარებული წესით შემუშავება იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დაავალა. 1–ლი ივნისის ბიუროს სხდომაზე მან აღნიშნა რომ სანქციების მიზანი შემოღებული შეზღუდვების ეფექტიანად აღსრულებაა. ამავე კანონპროექტის მიხედვით დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის 50 ლარით დაჯარიმდებით. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია