კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთის რეგიონში ახალი მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 ივნისი 2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, კახეთის რეგიონში, სოფელ გომბორში ახალი მეტეოროლოგიური სადგური დაამონტაჟეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სადგური უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების, ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარისა და მიმართულების გაზომვას და მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემას.

„ახალი მეტეოროლოგიური სადგურიდან მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს ამინდის პროგნოზის ხარისხის გაუმჯობესებას, შექმნის კახეთის რეგიონში მიკროკლიმატური რეჟიმის ობიექტურად შეფასების საშუალებას, სტიქიური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების დროულად მომზადებას და გავრცელებას,” – აცხადებენ სამინისტროში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია