შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რაც წლების მანძილზე ვაკეთეთ, შედეგი ყველაზე უფრო რთულ პერიოდში გამოიღო"- წილოსანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ივნისი 2020

“ყველაფერმა, რაც წლების მანძილზე გვიკეთებია, შედეგი გამოიღო საქართველოსთვის ყველაზე უფრო რთულ პერიოდში”.

ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა აპრლამენტის პლენარულ სხდომაზე  ტურიზმის სექტორში არსებულ მიღწევებზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, მიღწევები, რომელიც ქვეყანას აქვს ნათელი მაგალითია იმისა, რომ “აქციე კრიზისი შესაძლებლობად“ მხოლოდ სიტყვებად არ დარჩა.

“მიუხედავად ამ ძალიან რთული პერიოდისა, ჩვენ შევძელით მსოფლიოს მასშტაბით ნომერ პირველი უსაფრთხო ქვეყანის სტატუსი მოგვეპოვებინა. ეს არის აღნიშნული სხვადასხვა გამოცემებში: „ვაშინგტონ პოსტში“ საქართველო პანდემიისგან თავშესაფრის კუნძულად დასახელებული, „ფორბსის“ 15-ეულში, სადაც პანდემიის შემდგომ დაასვენება ღირს, ნომერ პირველი ქალაქი თბილისი და შემდგომ ბათუმი. ეს ყველაფერი არის შედეგი იმ რამდენიმეწლიანი, დაგეგმილი პროექტებისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა. მისი ინფორმაციით, 1 ივნისიდან შიდა ტურიზმი, ხოლო 1 ივლისიდან – საერთაშორისო ტურისმი იხსნება.

ყველანი მოუთმენლად ველით დაპაუზებული სექტორის ახმაურებას. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ის პასუხისმგებლობა, რაც სახელმწიფოს აქვს მოქალაქეების წინაშე – ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე და, ამავდროულად, მათ შემოსავლებზე. ამასთანავე უმნიშვნელოვანესია, დავიცვათ ბალანსი ტურიზმის კომფორტულ დასვენებასა და ჯანდაცვის სისტემის მდგრადობას შორის. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვეკიდებით როგორც უცხოელი ტურისტების შემოსვლას, ასევე ადგილობრივად იმ პრინციპებსა და კრიტერიუმებს , რომელიც ტურიზმის სექტორმა უნდა დაიცვას“, – განცხადა ნინო წილოსანმა.

მისი მოსაზრებით, დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება პრონციპი „აღმოაჩინე ის, რაც შენია“ .

„ადგილობრივი ტურიზმი იქნება წელს უმნიშვნელოვანესი წილი ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის შემოსავლებიდან. მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ დაისვენოთ საქართველოში. დაცულ ტერიტორიებზე 2019 წელს ვიზიტორთა 50% ადგილობრივები იყვნენ. მინდა, რომ ეს ციფრი გაცილებით გაიზარდოს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მან დეტალურად ისაუბრა, თუ რა გაკეთდა ქვეყანაში ტურიზმის სექტორის გასავითარებლად.

„ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი ბაზა გარემოს, ბუნების და კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის სახით, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდებოდა დაცვა, მოვლა და განვითარება. მილიარდნახევარი ლარი ჩავდეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში იმისათვის, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტისთვის ყოფილიყო კომფორტული თითეოულ ადგილზე მისვლა. ჩვენ განვავითარეთ დაცული ტერიტორიები. ბოლო 2 წლის მანძილზე 20 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო იმისთვის, რომ სათანადო ინფრასტრუქტურა მოწყობილიყო. ჩვენ განვავითარეთ მცირე და საშუალო მეწარმეები – ღვინის სექტორში მცირე მარნები, სადაც ძალიან საინტერესო ტურებს სთავაზობენ დამსვენებლებს. ჩვენ შევქმენით ხელსაყრელი გარემო იმისთვის, რომ სასტუმრობეი განვითარებულიყო ისეთ უნიკალურ ადგილებში, სადაც ჯერ კიდევ არ იყო ეს მიმართულება შეღწეული. მნიშვნელოვანია, არ შევაჩეროთ ეს პროგრესი. აბასთუმნისა თუ წყალტუბოსთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება, ბახმარო იქნება თუ გომისთა, ამ პროექტებს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. მნიშვნელოვანი საქმეები, ხშირ შემთხვევაში, მომენტალურ შედეგს არ გვაძლევს და იმან, რაც წლების მანძილზე გვიკეთებია, შედეგი გამოიღო საქართველოსთვის ყველაზე უფრო რთულ პერიოდში“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია