შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘მოქალაქეები თერმოსკრინინგსა და პირბადეების გაკეთებაზე უარს აცხადებენ’ – ბაზრის თანამშრომლები

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ივნისი 2020
‘მოქალაქეები თერმოსკრინინგსა და პირბადეების გაკეთებაზე უარს აცხადებენ’ – ბაზრის თანამშრომლები მთავარი → სიახლე, საზოგადოება 09.06.2020 მას შემდეგ რაც „სამხრეთის კარიბჭემ“ დაწერა, რომ ახალციხის ბაზარში სოფლის მეურნეობის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არ ასრულებენ, ადმინისტრაციამ კვლავ დაიწყო მოქალაქეების თერმოსკრინინგი. ბაზარის თანამშრომლები ამბობენ, რომ მოსახლეობის ნაწილი ტემპერატურის გაზომვის და პირბადის გაკეთების წინააღმდეგია, რის გამოც მათთან ხშირად კონფლიქტიც მოსდით.„დილის შვიდი საათიდან მთელი დღე ამ სიცხეში ვდგავარ უკვე ნერვებიც აღარ მყოფნის, ხალხს პირბადეების გაკეთებაზე ან თერმოსკრინინგზე რამეს რომ ვეუბნები მეჩხუბებიან, დღეს დილით კინაღამ მცემეს. ვერ ვაგებინებ, რა ვქნა“,-ამბობს ბაზრის თანამშრომელი, რომელიც შესასვლელში დგას.მისი თქმით, შესასვლელში მდგომი ბაზრის თანამშრომლები, თერმოსკრინინგს მხოლოდ იმ პირებს უტარებენ, რომლებიც ამის უფლებას აძლევენ.ახალციხის ბაზარი ხუთ მაისს იმ პირობით გაიხსნა, რომ სავაჭრო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად იქნებოდა დაცული, ამ საკითხის მოგვარების მიზნით სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი ახალციხეში ორჯერ იმყოფებოდა. ასევე ნახეთ:რა რეკომენდაციები მისცა ახალციხის ბაზრის ადმინისტრაციას მინისტრის მოადგილემ
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია