კახეთი
კახეთში აღებული 20 ტესტიდან ყველა უარყოფითია
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
12 ივნისი 2020
კახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურია. ამ დროისთის
თვითიზოლაციაში არავინ არ იმყოფება. 150 მოქალაქე იმყოფება
საკარანტინე ზონაში - 4 ლოკაციაზე.
ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 20 ნიმუშის პასუხი ცნობილია და
უარყოფითია. ნიმუშების აღება გრძელდება როგორც კლინიკებიდან, ასევე
კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ
მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც,
კერძოდ სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა
თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო
გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის
მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები.