სააკაშვილის მტკიცებით, მას ნებისმიერი აზრის გამოხატვა შეუძლია.
"ამათ უკრაინა ჰგონიათ ისეთივე მონათმფლობელური საზოგადოება, რომლის ჩამოყალიბებასაც ცდილობენ საქართველოში. სადაც თურმე ხელისუფლებამ უნდა აკონტროლოს ყველა თავისი მოქალაქისა და პიროვნების გამონათქვამები და დასაჯოს თუ რამე არ მოეწონება. სინამდვილეში იმდენი კომპეტენციაც არ აქვთ საქართველოს საგარეო უწყებაში ესმოდეთ, რომ ჩემი სტატუსი უკრაინაში არ არის საჯარო მოხელის სტატუსი", — განაცხადა სააკაშვილმა.
დღეს, 11 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განცხადა, რომ საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდებიან, რადგან აქვთ კითხვები, რატომ ერევა "უკრაინის მოქალაქე და მაღალჩინოსანი" მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის შიდა საქმეებში და პირდაპირ საარჩევნო პროცესში.
ზალკალიანი ამ ფორმით სააკაშვილის იმ განცხადებას, გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ექსპრეზიდენტი საარჩევნო პროცესში წინა ხაზზე ყოფნას აპირებს.