გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზურა შევარდნაძე-ორმოცი წლის წინ მერიკო ბებიასგან გაგონილი წინადადებები

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 ივნისი 2020

-"სადილის დროა, ახლა ნუ წახვალ- უხერხულია"
-"მგლოვიარე ადამიანი, რომ შეგხთება, ნუ შეაფართქალდები, დაბალ ხმით მიესალმე, თავი დაუკარი- უხერხულია სხვაფერ"
-"უფროს ადამიანს შენ ნუ დაასწრებ სალამს, დეელოდე ნენა, -უხერხულია"
-"დროზე, შენით მიხთი წამოსლას.. მასპინძელი ხომ არ გეტყვის დაღამდა წაი აწი შინო? -უხერხულია"
-"ბებიაშენი, დეიდაშენი და ბიძაშენი, რუმ მოდიენ ნუ უყურებ ხელებში, გაბადრული რა მომიტანეთო..
-ნამეტანი უხერხულია"
-"ნაზიკო დაბადებიდან მოკუნცხული და კუზიანია, ნუ მიშტერებიხარ ვითამ პირველად ხედავ, სირცხვილია, სიკვტილი გავათავე გუშხამ, -უხერხულია"
-"ლილიე კაცის ხმაით, რუმ ლაპარიკობს და როხროხობს, ნუ ცქმუტავ. ამფერი ხმაიაქ და რა ქნას? -უხერხულია."
-"დეიფსო ოჯახი, მწუხარეა, მგლოვიარეა.. თქვენ რა დღეში ხართ? დუუწიეთ ხმას, -უხერხულია"
-"გუშინ დეიბადა, აცალეთ თვალის გამოხელა ბაღანას, ქალს მოლოგინება, ნუ მიცვინდებით ურჯუკებივით.. -უხერხულია"
ორმოცი წლის წინ მერიკო ბებიასგან გაგონილი და დამახსოვრებული წინადადებებია. მგონი "უხერხულიას" აღარც ვიყენებთ. ეგება მე მეჩვენება, არვიცი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია