შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვის და რამდენით გაეზრდება პენსია 1–ელი ივლისიდან

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 ივნისი 2020
ვის და რამდენით გაეზრდება პენსია 1–ელი ივლისიდან მთავარი → სიახლე, საზოგადოება 12.06.2020 პირველი ივლისიდან, 70 წელს გადაცილებული და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერები 30 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ. 70 წელს ასაკს ზემოთ პენსიონერებს პენსია 250 ლარამდე გაიზრდებათ, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებლებს კი 300 ლარამდე."კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჩვენ წელს მოვახერხეთ და ჩავდეთ დაზღვევის ის მექანიზმები, რომლებიც გარანტირებულად ჩვენს პენსიონერებს აძლევს შესაძლებლობას, რომ პენსია გაიზარდოს. ეს ზრდა დაკავშირებული იქნება როგორც ინფლაციასთან, ასევე 70 წელს ზევით პენსიონერებისთვის ეკონომიკური ზრდის 80%-ის მაჩვენებელთან.კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ დაფიქსირებულია ქვედა ჩამკეტები, ნებისმიერი ეკონომიკრი ზრდის ან ინფლაციის პირობებშიც, თითოეული ჩვენი 70 წლამდე პენსიონერი გარანტირებულად მიიღებს 20 ლარს ყოველწლიურად, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარს. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ქვეყანას შეუძლია პენსიონერებს შესთავაზოს. გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის და ყველამ უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ ყოველწლიურად კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი პენსიონერების მდგომარეობა“, - განაცხადა მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია