სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები პირბადეებს უფასოდ მიიღებენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 ივნისი 2020
სოციალურად დაუცველი მოქალაქეები პირბადეებს უფასოდ მიიღებენ მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 12.06.2020 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სახელმწიფო სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს პირბადეებს უფასოდ დაურიგებს. „ეკონომიკის სამინისტრო და ჩვენი გუნდი მუშაობს ინტენსიურად იმასთან მიმართებაში, რომ მოხდეს გარკვეული რაოდენობის პირბადეების მიწოდება სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის, რათა მათთვის მძიმე ტვირითი არ იყოს პირბადის შეძენა. თუმცა ძალიან კარგად გვესმის ისიც, რომ ეკონომიკურად იმ შესაძლებლობის პირობებში, რა რესურსიც აქვს სახელმწიფოს, ეს არ იქნება დიდი ოდენობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, პანდემიისა და ეპიდემიის დროს პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში სავალდებულო ხდება. დარღვევის შემთხვევაში პირი 20 ლარით დაჯარიმდება. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია