შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ირაკლი კობახიძე: არჩევნები შესაძლოა დეკემბერში ჩატარდეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ივნისი 2020

„თუ ეპიდემიის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე 31 ოქტომბრამდე პერიოდს, მაშინ არჩევნები ჩატარდება დეკემბერში“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„აციებას უკავშირდება რისკების ზრდა, სამწუხაროდ, ეს ემთხვევა არჩევნების თარიღს. კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები უნდა გაიმართოს 31 ოქტომბერს, მეორე ტური – სამ კვირაში, რაც უწევს დაახლოებით 21 ნოემბერს.

როგორი მაჩვენებლებიც არ უნდა გვქონდეს ოქტომბრისთვის, გარკვეული წესი ყველა შემთხვევაში უნდა დადგინდეს. ამაზე ჩვენ უკვე გვაქვს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და სხვა სუბიექტებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ საკითხით – ეს არის ერთი საკითხი, მაგრამ შეიძლება, იყოს ვითარება, როდესაც ასეთი წესების დაცვამ, მაგალითად საარჩევნო უბნებზე პირბადეების ტარებამ და ასე შემდეგ, ამანაც არ მოგვცეს არჩევნების ჩატარების საშუალება, ასეთ შემთხვევაში პასუხს იძლევა კონსტიტუცია – თუ მეორე ტალღა დადგა და დაემთხვა არჩევნებამდე პერიოდს, ამ შემთხვევაში, შეიძლება, აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ამაშიც არაფერია ტრაგიკული და თუ ეს მოხდა ოქტომბერში, ამ შემთხვევაში ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები, მაგრამ ჩატარდება პირობითად დეკემბერში და ეს არსებით საფრთხეს მაინც არ შეუქმნის კონკრეტულ პროცესს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მართლაც გადაიწიოს არჩევნების ჩატარების თარიღმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თეორიულად ეს შესაძლებელია.

„31 ოქტომბერი არის პირველი ტურის თარიღი, 21 ნოემბერი – მეორე ტურის. თუ 21 ნოემბრამდე არ იქნება მეორე ტალღა, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად ტარდება არჩევნები, მაგრამ თუ 31 ოქტომბრამდე მოუწია მეორე ტალღა, (საუბარია კონსტიტუციურ მოცემულობაზე) სასწორზე დგას ორი რამ – ერთი არის ეპიდემიირ გავრცელება და ასევე საუბარია იმაზე, რომ მეორე ტალღა შეიძლება, უფრო მძიმეც იყოს, ვიდრე პირველი, ბუნებრივია, არჩევნები შეიძლება გახდეს ეპიდემიის გავრცელების წყარო. მეორე არის – არჩევნების თარიღი. ამ შემთხვევაში პასუხს იძლევა კონსტიტუცია – პასუხი არის შემდეგი – თუ აუციელებელი იქნება პირობითად ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ეპიდემიის სამართავად, ამ შემთხვევაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა, გაუქმდება რაღაც პერიოდში და იქედან 45-დან 60 დღემდე ვადაში ტარდება უკვე არჩევნები – ეს შეიძლება იყოს, დეკემბერი, შეიძლება იყოს იანვარი, პროგნოზებზე ვსაუბრობ კონსტიტუციიდან გამომდინარე, თუმცა კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ ეს არ მოხდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია