შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ შეიძლება გაყოფა იყოს უფრო ეფექტური, ვიდრე ერთიანობა- სააკაშვილი ერთიან სიაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ივნისი 2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ერთიანი სიით გამარჯვება უკეთესი ფორმულაა. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

"ჯერ არავის მოუგონია გამარჯვების უკეთესი ფორმულა, ვიდრე ერთობა. ახალ ველოსიპედს ნუ მოვიგონებთ. ჩვენი საუკუნეების სიბრძნეა ძალა ერთობაშია. ამის გარეშე ძნელია წარმატების მიღწევა, ბოლოს და ბოლოს მიღწევადია, მაგრამ ეს არის ბევრად მარტივი. როგორ შეიძლება გაყოფა იყოს უფრო ეფექტური, ვიდრე ერთიანობა. ეს სადმე გაგიგიათ?" — განაცხადა სააკაშვილმა.

13 ივნისს მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, ყველა ჯგუფი ერთიან სიაში გაერთიანდეს. ის აღნიშნავს, რომ ეს არის ერთიანობის "ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა".

"ახლა არის სიტუაცია, როდესაც ყველამ უნდა გადავდოთ ამბიციები გვერდზე და გავაერთიანოთ მთლიანად ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში — ეს არის ერთიანობის ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა! გავერთიანდეთ! გავაკეთოთ ერთიანი დიდი სია... ადგილები გადანაწილდეს ეს ჩემთვის სულერთია..." — ამბობს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც. მათ მიაჩნიათ, რომ ერთიანი სია ორპოლუსიანობას გაზრდის.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია