სამეგრელო

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოპოზიციას ზუგდიდის მერიისთვის აქციის გამართვის ნებართვაზე არ მიუმართავს

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 დეკემბერი 2018
ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას აქციის გამართვის ნებართვით არ მიუმართავს. როგორც „ლაივპრესს“ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ განუცხადა, არ არის ამის საჭიროება, რადგან აქცია მოეწყობა არასამუშაო დღეს და ის არ იქნება მრავალრიცხოვანი.

„ეს იქნება აქცია პერფორმანსი. ჩვენ ვაპროტესტებთ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად დანიშვნას. ამ არჩევნებმა ზუგდიდში ყველაზე მძიმედ ჩაიარა. იმისთვის, რომ ზურაბიშვილი გამხდარიყო პრეზიდენტი, „ქართულმა ოცნებამ“ ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ზუგდიდში. ია კერზაია შეეწირა სწორედ „ქართული ოცნების“ რეჟიმს“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, 16 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს ზუგდიდში საპროტესტო აქციის ჩატარებას 11:00 საათზე გუბერნატორის ადმინისტრაციასთან გეგმავს. ზუგდიდის პარალელურად, ოპოზიცია აქციას გამართავს თელავშიც.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე გაიმართება.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია