შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში ქრთამის აღების ფაქტზე სამხედრო აღრიცხვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დააკავეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 ივნისი 2020

საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, კახეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ წვევამდელს, ჯარში გაწვევის გადავადების სანაცვლოდ, თანხა მოსთხოვა და გამოართვა.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ქრთამის აღებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომელს 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია