ოზურგეთში " ლიბერთი ბანკში" მომხდარი "ოქროს სკანდალის" მთავარი ფიგურანტი, ბანკის ლომბარდის მენეჯერი, მარიამ ცერცვაძე, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ნონა მჭედლიძეს კერძო ლომბარდის მესაკუთრეს, ამ საქმის ერთ-ერთ მონაწილედ მოიხსენიებს.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ოქროს სკანდალში ბრალდებულის პოსტს,"გურიის მოამბე" გთავაზობთ სრულად:
"მე ვარ მარიამი , ცხოვრებაში ყველაზე მძიმე ეტაპი მაქვს. დამნაშავე ვარ ბევრი ადამიანის,. პირველ რიგში ჩემი ოჯახის და შემდეგ ჩემი სამსახურის წინაშე. მათ ვინც ჩემს გამო პრობლემა შეექმნათ ან უბრალოდ ნერვიულობს.
მე ამ ხნის მანძილზე ერთხელაც არ მიცდია თავის გამართლება, არა იმიტომ რომ ნიჭი არ მაქვს რამე თუნდაც დროებით მოვიგონო როგორც ამ ხნის ქალბატონმა მოიგონა და ქვეყნის მაშტაბით მისი ადვოკატების ენაწყლიანობის მეშვეობით საუბრობს სრულიად აფსურდულს.
თქვენ ხართ მატყუარა ქალბატონო Nona MjedlidZe და მე ძალიან იოლად შევძლებ თქვენი ტყუილების გამოაშკარავებას.
დაწვრილებით დეტალებზე და ფაქტებზე საუბრისგან თავს ვიკავებ მხოლოდ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.
ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით ერთამნეთს! კონკრეტულ ფაქტებს, თქვენს წილ ბრალეულობას და პასუხისმგებლობას ვერ აარიდებთ თავს ამის პირობა პირველ რიგში ჩემს თავთან და მერე უკვე თქვენთან ვდებ, შეგილიათ რასაც პირად შეტყობინებაში გწერთ წაიკითხოთ და გაიაზროდ ის პატარა გოგო რომელიც ძალიან იოლად მოახდინეთ თქვენი გავლენის ქვეშ. დღეის მდომარეობით თქვენზე ძლიერია, რომელმაც მის დანაშაულზე პასუხისმგებლობაზე , შეცდომაზე პირველივე დღიდან სრულიად უშიშრად და ღიათ დაიწყო საუბარი ანუ მე:) განსხვავებით თქვენგან.
მოკლედ მოგახსენებთ ძვირფასეულობების შესახებ რომელიც ქალბატონ ნონას მოქონდა ლიბერთი ბანკში. არც ერთი ნივთი არ არის დაკარგული ხოლო კითხვაზე თუ საიდან და ვისი მეშვეობით აღმოჩნდა ბანკში ბიჟუტერია სულ მალე უკვე პირადად ქალბატონ ნონას მოუწევს თქვენს წინაშე ახსნა.
გაიცანით ქვეყნის მაშტაბით ტყუილის გამავრცელებელი ნონა მჭედლიძე."