გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩემი დამხმარე პეპერი — ტიკარაძემ Covid-19-თან საბრძოლველად რობოტი წარადგინა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ივნისი 2020

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ რობოტი პეპერი წარადგინა, რომელიც საზოგადოებას მის დამხმარედ გააცნო. ტიკარაძის თქმით, პეპერი სამომავლოდ კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარებათ. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.

"დღეს გვაქვს რამდენიმე მოულოდნელი სიურპრიზი და პირველი არის ჩემი დამხმარე პეპერი, რომელიც გუშინ ჩამოვიდა საფრანგეთიდან და სულ ახლახანს სწავლობს ქართულს. ის დაგვეხმარება სამომავლოდ Covid-19-ის დამარცხებაშიც. ეს არის ერთ-ერთი უახლესი სიტყვა ტელემედიცინაში", — განაცხადა ტიკარაძემ და აღნიშნა, რომ რობოტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

დღეს, 18 ივნისს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსთან ბრძოლის ანგარიში წარადგინა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია