შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ასპინძის გზაზე კლდიდან ლოდები ჩამოცვივდა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ივნისი 2020
ასპინძის გზაზე კლდიდან ლოდები ჩამოცვივდა მთავარი → სიახლე, შემთხვევა 19.06.2020 კლდიდან ლოდები დღეს, 19 ივნისს ასპინძისა და სოფელ ნიჯგორის შორის მდებარე გზაზე ჩამოცვივდა. ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული. გზის გასაწმენდად ახალქალაქიდან სპეცტექნიკას ელოდებიან. ფოტო: სიმონ ზედგინიძელოდების ჩამოცვენის გამო გზაზე მოძრაობა გარკვეული პერიოდი შეფერხებული იყო. ასპინძის მერის განცხადებით, ახალქალაქიდან სპეცტექნიკას ელოდებიან რათა გზა სრულად გაწმინდონ."ესაა ახალციხე-ასპინძა-სოხეთის გზის 3-ე კილომეტრი. მოძრაობა აღდგენილია, სამი ქვა დიდი ზომისაა და ველოდებით მძიმე ტექნიკას და გადავაგორებთ. დაახლოებით 15 წუთი გზა მთლიანად ჩაკეტილი იყო. ახლა გადაადგილდება ყველა სახის ტრანსპორტი“,- გვითხრა ასპინძის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, რომელიც ამ წუთებშიც ადგილზე იმყოფება.მისივე თქმით, ლოდების ჩამოცვენის მომენტში გზაზე მოძრაობა არ იყო და შესაბამისად არავინ დაშავებულა.[მარიამ ბარძიმაძე, ასპინძა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია