გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბლანჟე" ხომ არ "გამეშვა"?

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ივნისი 2020

1994 წელს, მაშინდელი სახელმწიფო მეთაურის, ედუარდ შევარდნაძის კაბინეტში შესულ, მაშინდელ სახელმწიფო მდივანს, ვახტანგ გოგუაძეს, შევარდნაძე მოუბრუნდა და მოულოდნელად ჰკითხა - "ვახტანგ! ბლანჟე ხომ არ მოგეშვა?"  - ეს ნებისმიერ საქმეზე შესულ სახელმწიფო მდივნისთავის უცნაური და მოულოდნელი იქნებოდა, მითუმეტეს მაშინ, როცა გოგუაძე შევარდნაძისაგან მორიგ ჯერზე შესვლით სოჭის ხელშეკრულებაზე ითხოვდა სასწრაფოდ ხელისმოწერას.

სოჭის ხელშეკრულება - რომელზე ხელმოწერამაც განაპირობა 99% - ით აფხაზეთის დაკარგვა, უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან მის საფუძველზე მოხდა კონფლიქტის ზონაში მყოფი ქართული შეიარაღებული ძალების ფაქტობრივი განიარაღება და ძალთა დაშორიშორება - თუმცა მისი ხელმოწერიდან მალევე რუსეთმმა დაარღვია ყველა პირობა და შეუიარაღებული ქართული ჯარი საქართველოს ტერიტორიის აფხაზეთის ნაწილიდან გამოაძევა, რითაც მოახდინა აფხაზეთის სრული ოკუპაცია.

რატომ აჭიანურებდა შევარდნაძე ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას ჩემთვის დღემდე გაუგებარია, რადგან ის, ვიცით, რომ დათანხმდა სოჭის პირობებს, ქართულ საზოგადოებასა და ჯარში ამ ხელშეკრულების მიმართ სრული უნდობლობა და მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება პირველივე წუთიდან - მისი პირობების გაჟღერებისა - იყო.

მიუხედავად იმისა რომ შევარდნაძე თანახმა იყო ხელმოწერაზე, ეტყობა რუსეთი ძალიან ჩქარობდა და მისი რეზიდენტების მეშვეობით სახელმწიფო მეთაურზე ზეწოლას ახორციელებდა.

ერთერთი მათგანი ვახტანგ გოგუაძე იყო.

თუმცა, როცა ამას მაშინდელი სახელმწიფო მდივანი, 1995 წელს ოპოზიციაში გადასული და საარჩევნო ბლოკ "თანადგომის" ლიდერი, ვახტანგ გოგუაძე, იხსენებდა, ამით მას სურდა შევარდნაძის არასერიოზულობაზე ხაზგასმა - აქაოდა - აი ასე ეკიდებოდა ჩემს დაყენებულ სახელმწიფოებრივად უმნიშვნელოვანეს საკითხებსო-აშკარა იყო, ვერ ჩამწვდარიყო შევარდნაძისეული  ცინიკური შეკითხვის აზრს - საიდანაც შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ "ცბიერი მელა" სახელმწიფო მდივანს მიანიშნებდა - "მთლად ასე სამშობლოს გაყიდვა არ ღირს ცოტა ხომ არ წაგვედასავლეთაო"..

არ ვიცი რა ჯანდაბამ გამახსენა ეს ისტორია, მაგრამ ამ დილით "საპარიკმახეროში" შესულს თავში აზრმა "მრეკა" - "ნეტა "ბლანჟე" ხომ არ "გამეშვა" მეთქი".. მთლად ვერ გავბედე, თუმცა ცდუნებას ვერ გავუძელი და "ბლანჟეს" კონდიციამდე მისულ "პარიკმახერს" ვუთხარი -"პარდონ მუსიე.. აინ მამენტ" თქვა.. ამოვიღე ტელეფონი და... დავაფიქსირე ჩემი ისტორიული "ბლანჟე"... ეს იყო და ეს...

 არადა "ერალაშის" არ იყოს - "პრიჩიომ ტუტ სლონ!?"

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია