შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ კლდეში სასმელი წყლის სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ივნისი 2020
სოფელ კლდეში სასმელი წყლის სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდება მთავარი → სიახლე, საზოგადოება 23.06.2020 ახალციხეში, სოფელ კლდეში, სადაც მოსახლეობა უწყლობაზე ხშირად ჩივის, სასმელი წყლის სისტემას რეაბილიტაციას ჩაუტარებენ. ახალციხის მერიამ ტენდერი 301 306 ლარზე გამოაცხადა. სასმელი წლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი 2 ივნისს გამოცხადდა. ამ ეტაპზე, შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს. ტენდერში მონაწილეოობა ერთმა კომპანიამ შპს „ლაზარე 2008“-მ მიიღო, მან მერიას სამუშაოების შესრულება 290 000 ლარად შესთავაზა.სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი ითვალისწინებს სოფლის ახალი, მთავარი გამანაწილებლის მოწყობას და იქიდან სოფლის სამხრეთისა და სამხრეთ–აღმოსავლეთის მხარეს მცხოვრებ მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებას. საპროექტო გამანაწილებელი წყალს მიიღებს არსებული 250მ3–რეზერვუარიდან, რომელიც მდებარეობს სოფელის ზედა უბანში. იმის შესახებ, რომ კლდეში სასმელი წყლის პრობლემაზე ადგილობრივები ჩიოდნენ „სამხრეთის კარიბჭემ“ მასალა არაერთხელ მოამზადა. ამავე თემაზე ნახეთ:
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია