შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატი იქნება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 ივნისი 2020

საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” წყარომ დაუდასტურა.

მისი ცნობით, მერაბიშვილი პარტია „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი იქნება სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთ ოლქში (ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები).

 

7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ვანო მერაბიშვილმა 20 თებერვალს დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.

ის 2013 წლის მაისში დააკავეს და სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა: მათ შორისაა 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია