შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ექსკლუზივი-ნასაკირალის სკოლის ყოფილმა დირექტორმა სამინისტროს დავა ქუთაისის სასამართლოშიც მოუგო

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 დეკემბერი 2018
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა, სპარტაკ გოგიტიძემ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასამართლო პროცესი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო.

გადაწყვეტილება აღნიშნულ საქმეზე დღეს გამოცხადდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა განათლების მაშინდელი მინისტრის, თამარ სანიკიძის  ბრძანება დირექტორის  გადაყენებასთან დაკავშირებით და მსამინისტროს დაევალა გოგიტიძის თანამდებობაზე აღდგენა.

განათლების მაშინდელმა  მინისტრმა, სკოლის დირექტორი თანამდებობიდან ორი  წლის წინ, გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე დაითხოვა.

გოგიტიძემ მინისტრის ბრძანება ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა.

სასამართლო დავა სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც ბრალდების მხარის გამარჯვების დასრულდა. 

სამინისტროს დაეკისრა დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა და მისთვის ნაცდური  სახელფასო სარგოს ანაზღაურება.

 სამინისტრომ ოზურგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და როგორც დღეს ჩვენთვის გახდა ცნობილი, იქაც წააგო. 

"გურიის მოამბე" სპარტაკ გოგიტიძეს კომენტარისთვის დაუკავშირდა. ყოფილი დირექტორი აცხადებს, რომ მას ჰქონდა პროცესის მოგების იმედი, რადგან აბსოლუტურად ყველა ბრალდება საფუძველს მოკლებული იყო და მან ამის დამტკიცება შეძლო: "ველოდებოდი ამ შედეგს, რადგან ყველა ჩემი არგუმენტი იყო აბსოლუტურად საფუძვლიანი და დამაჯერებელი. რაშიც მე სამინისტრო მედავებოდა, იყო ერთ-ერთი მშობლის, ამირან შავაძის სარჩელი, რაც ეფუძნებოდა დაუსაბუთებელ ინფორმაციებს. რომ თითქოს მე იმ პედაგოგებს ვურიცხავდი ხელფასებს, რომლებიც თურქეტში იყვნენ სამუშაოდ წასულები, იყო ასევე მძღოლების თემა, რომ მე მათ ზედმეტ ხელფასებს ვურიცხავდი, რაც თავიდანვე აბსურდული ბრალდება იყო, რადგან ავტობუსის მძღოლებს, რომლებიც ემსახურებოდნენ სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს, ხელფასს უხდიდა კომპანია, რომელმაც სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. მე ეს ყველაფერი ოფიციალური დოკუმენტებით დავამტკიცე"-გვითხრა გოგიტიძემ. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია