პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს,რომ საქრთველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სპეციალური რეისები ერთმა ავიაკომპანიამ აღარ უნდა შეასრულოს. გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი დავალება მისცა.
"ეკონომიკის სამინისტრომ მიიღოს დავალებად, რომ ეს [რესიები] არ უნდა განახორციელოს ერთმა ავიაკომპანიამ, ეს უნდა იყოს რამოდენიმე ავაიკომპანია და ეს უნდა იყოს პირველ რიგში, მორგებული ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც სასწრაფოდ გვყავს სხვადასხვა ქვეყნებიდან გამოსაყვანი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.