კახეთი
სოფელ მაჩხაანში პენსიონერი ქალი დაიწვა
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
03 ივლისი 2020
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში. მარტოხელა
მოხუცი დაიწვა.
ცეცხლი მას იმ დროს წაეკიდა, როდესაც საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში
ბალახის დაწვას ცდილობდა. თვითმხილველების თქმით, აალება უცბად
მოხდა, ამიტომ ქალმა თავის დაღწევა დროულად ვეღარ შეძლო.
მიღებული დამწვრობის გამო პენსიონერი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან
საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით
დაიწყო.