გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ყველა კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში" - გახარია გიორგი რურუაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 ივლისი 2020

ყველა კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში, - პრემიერი გიორგი რურუას პატიმრობასთან დაკავშირებით მორიგ პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს. ამბობს, რომ ამ საქმეს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.

გიორგი გახარიას ჟურნალისტებმა 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებელ ნაწილზე ჰკითხეს, რაც სწორედ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებას გულისხმობს.

ყველა სისხლის სამართლის დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში და ამას პოლიტიკურ პროცესთან არ უნდა ჰქონდეს არანაირი კავშირი, - ამბობს გახარია.

მისივე თქმით, საგამოძიებო პროცესზე საბოლოო გადაწყვეტილება ქართულმა სასამართლომ უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.  

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია