შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

80 მილიონი ივანიშვილის ზვიგენებისთვის - ოზურგეთის მოსახლეობა უწყლოდ დარჩა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ივლისი 2020

წყლის გარეშე დარჩენილი სოფელი წვერმაღალა. 120-მდე ოჯახი მხოლოდ ერთადერთი ონკანით სარგებლობს, რომელშიც წყალი თითქმის არ მოდის. სოფლის ერთადერთ წყაროსთან ადგილობრივების რიგი დიდია. ოზურგეთის რაიონში სიცხესთან გამკლავება, მოსახლეობას სასმელი წყლის გარეშე უწევს.

ანტისანიტარიაა დასახლებაში, სადაც საკანალიზაციო მილების არქონის გამო, კანალიზაცია საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და უბნებში მოედინება. არაერთი თხოვნისა და მიმართვის მიუხედავად, პრობლება კვლავ მოუგვარებელია. 

არადა, ყველაფერი რიგზე უნდა იყოს. ურეკის წყალმომარაგება სახელმწიფომ 2018 წელს დაასრულა და საზეიმოდ გახსნა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან წყალმომარაგებისთვის 78 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, ფული აზიის განვითარების ბანკიდან ისესხეს.

ახალ სისტემას 3000-მდე აბონენტი უნდა მიერთებოდა და რეგიონში 24-საათიანი წყალმომარეგება უნდა ჰქონოდათ. თუმცა, ზღვის სანაპიროზე მდებარე სოფლებს კაპროვანს, შეკვეთილსა და ურეკს წყალი დღემდე არ მიეწოდება. მიზეზი მარტივია -  მთავარი სისტემა პირდაირ დენდროლოგიურ პარკსა და სასტუმრო "პარაგრაფს" მიუერთეს. ახლა წყლით, რომელიც ბიუჯეტის სახსრებით შეიყვანეს, ოლიგარქის ზვიგენები სარგებლობენ. მხოლოდ მათთვის ყოველდღიურად 300 ტონაზე მეტი წყალია საჭირო. შედეგად, ადგილობრივები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. 

წყლის სიმცირესთან ერთად ადგილობრივებს განუმრატეს, რომ წყლით ვერ ისარგებლებდნენ, რადგან პროექტში ვერ მოხვდნენ. ჩნდება კითხვა, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მილიონობით ლარი წყლით უზრუნველყოფას მოხმარდა და ხალხი ისევ უწყლოდ დარჩა, მაშინ, რატომ დაიხარჯა მრავალი მილიონი და ვინ სარგებლობს ხალხის ფულით მოძიებული წყლის სიტემით?   

მას შემდეგ, რაც საკთხით "მთავარი არხი" დაინტერესდა, ინფრასტუქტურის მინისტრმა მედიასაშუალებებთან იმის მტკიცება დაიწყო, რომ ზღვის სანაპიროზე სასმელი წყლის პრობლემა, მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილს აწუხებს. ადგილობრივებს კი შეახსენა, რომ წლებია, წყლით კომპანია "ქართუს" ჭაბურღილებიდან მარაგდებიან. 

ჭაბურღილის არსებობა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ურეკის მოსახლეობას დაამადლა. წყალი, რომელსაც "ქართუ" ფონდი ბურღავს, სასმელად უვარგისია. ადგილობრივები "მთავართან" ყვებიან, რომ წვერმაღალას ჭაბურღილიდან მომავალი წყალი, დღეში ერთი საათით მოდის და ისიც უვარგისია. 

ზღვის სანაპიროზე, სასმელი წყალი ძვირი სიამოვნებაა საკურორტო ზონისთვისაც. შეკვეთილში მდებარე სასტუმროებს წყალი უკვე დიდი ხანია არ მიეწოდება, მეპატრონეებს ჭაბურღილების მშენებლობა და წყლის მოძიება საკუთარი ძალებით უწევთ. მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი სასტუმროს მეპატრონეები დამხარებას უშედეგოდ ითხოვენ. ამბობენ, რომ წყლის გარეშე სტუმრების მიღებას ვერ შეძლებენ, რადგან  მხოლოდ ჭაბურღილებიდან მიღებული წყლის მარაგი, საკმარისი ვერ იქნება. წყლის სისტემით სარგებლობა კი 10 500 ლარიდან 50 000-მდე ლარი ღირს.                                                                      

ორ ივლისს "მთავარის არხის" ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, რომელიც წყლის პრობლემას ეხებოდა,
მეორე დღეს, ადგილობრივებთან მხარის გუბერნატორი, გამგებელი და წყალმომარაგების უფროსი ჩავიდა. "მთავარის" გამოჩენას ოფიციალური პირები არ ელოდნენ - "მთავარმა არხმა" ჰკითხა, თუ რატომ არ არის მოგვარებული პრობლემა, ყველაზე ცხელ სეზონზე? 

ოზურგეთის მცხოვრებლებს ახლა ერთი კითხვა აქვთ, სად წავიდა ხალხის 79 მილიონი და რატომ მოატყუა ხელისუფლებამ ხალხი კიდევ ერთხელ. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია