შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზურაბიშვილი: გამოვიყენოთ ეს ზაფხული საქართველოში არაჩვეულებრივი ადგილების აღმოსაჩენად

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 ივლისი 2020

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ტურისტული რეგიონების მონახულებას აგრძელებს. დღეს, 5 ივლისს პრეზიდენტი ლეჩხუმში იმყოფებოდა, სადაც სოფელ ქვემო ღვირიშში ადგილობრივი ფერმერის ოჯახს ეწვია და ქართული ენდემური ჯიში ხორბლის — ზანდურას, დიკას და წითელი დოლის ყანა, ასევე, ღვირიშის ჩანჩქერი მოინახულა.

"ფაქტია, რომ საქართველოს ყველა რეგიონსა და მხარეში ბევრი არაჩვეულებრივი ადგილია აღმოსაჩენი. მინდა, ყველას მოვუწოდო, გამოიყენონ ეს ზაფხული. როცა ბევრს სხვაგან წასვლა არ შეუძლია, საქართველოში მოგზაურობა შესაძლებელია, ამითი ვისარგებლოთ და აღმოვაჩინოთ ეს ფანტასტიკური ადგილები!" — განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღესვე პრეზიდენტი ორბელის გადმოსახედს ესტუმრა და გაიარა მურის ციხეებთან დამაკავშირებელი ბილიკები.

პრეზიდენტი ლეჩხუმში ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებშია ჩასული. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია