შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაცია მიმდინარეობს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 დეკემბერი 2018

თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში პრეზიდენტის ინაუგურაცია მიმდინარეობს.

ცერემონია სასახლეში საქართველოს მიმავალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შესვლით დაიწყო, რის შემდეგაც შვილებთან ერთად სალომე ზურაბიშვილიც მივიდა. ის ფიცს ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დადებს.

ფიცის დადების ცერემონიის შემდგომ, ძალაში საქართველოს ახალი კონსტიტუცია შევა.

ამასთან, საჯარისო ქვედანაყოფების მეთაურები ჩააბარებენ პატაკს უკვე არჩეულ მთავარსარდალს.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრება მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი. ინაუგურაციის ცერემონიალზე იმყოფებიდან საქართველოს მიმავალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მთავრობის წევრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ინაუგურაციას არ ესწრება “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. ინაუგურაციაზე მოწვეულ სტუმრებს უმასპინძლებენ თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია