შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"როდამდე უნდა ვყაროთ ფული ამ სიყალბეში?"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 დეკემბერი 2018

"იმ დროს, როდესაც ყოველდღიურად სახელმწიფო უკან-უკან მიდის, მოქალაქეების ცხოვრება კი ლამის ტანჯვით არსებობას უახლოვდება, "პატრიოტთა ალიანსი" ნაცვლად იმისა, არანორმალური ძალაუფლების მქონე ხელისუფლებას უპირისპირდებოდეს, ყურადღების ცენტრი ისევ "ნაციონალურ მოძრაობაზე" გადააქვს და "ქართულ ოცნებას" თავს აყენებინებს, წარმოადგენს რა ხელისუფლების პოლიტიკის დესტრუქციულ ნაწილს. თუმცა, სნობიზმით სავსე" ქართული ოცნება" "პატრიოტთა ალიანსს" გამოყენების მიუხედავად, ზემოდან უყურებს და არ "კადრულობს".

ამ სეირებში იხარჯება თითოეული ჩვენგანის ჯიბიდან ამოღებული ფული და სამაგიეროდ, ჩვენ დღითიდღე გვირთულდება ცხოვრება.

როდემდე უნდა ვიყოთ ამ ფარსში? როდამდე უნდა გამოგვიყენონ პოლიტიკურმა ძალებმა საქართველოს მაცხოვრებლები და როდამდე უნდა ვყაროთ ფული ამ სიყალბეში?"

წერს სოციალურ ქსელში არჩილ გამზარდია

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია