გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ გავუმკლავდეთ ვირუსებს, 40 რეკომენდაცია-5

წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ივლისი 2020


35---------
მეგობრებო , ინტერნეტში ბევრი ფალსიფიცირებული და არასწორი ინფორმაცია იდება. ამას თქვენი სიკეთისთვის ვამბობ.ენდეთ მხოლოდ, აკადემიურ ექიმებს, რომლებსაც ეს ყველფერი, პრაქტიკაში, ხშირად აქვთ გამოცდილი. მაგალითად, ჩემი სამედიცინო რეკომენდაცია რამდენჯერმე, ვიღაც ნორჩმა მანდილოსნებმა მოიპარეს და თავისი სახელით გაუშვეს ჯგუფებში და არასწორი ინტერპრეტაციები მისცეს. რეკომენდაცია უნდა იყოს აკადემიური, შესატყვისი ,მსოფლიო ჯანდაცვის პრინციპებთან და ცხოვრებაში ბევრჯერ დამტკიცებული პრაქტიკული მაგალითებით. ზოგი იპარავს პიროვნული სტატუსის აღმავლობისთვის. ეს დანაშაულია. ადამიანის სიცოცხლესთან თამაში დანაშაულია. მაგალითად, ამ დღეებში ვრცელდებოდა, რომ კორონასთვის საუკეთესოა ინჰალაცია. ეს სწორი არ არის. ინჰალაცია, ვირუსის უფრო სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს, სასუნთ გზებში. საერთოდ, ინჰალაცია, ცალკე თემაა და ოდესმე მასზე განმარტებას გავაკეთებ. რადგან ჩვენში, სამწუხაროდ, ძალიან არასწორად კეთდება ხშირად . ინჰალატორი, ახლა ოჯახებში, საოჯახო ნივთივით იქცა და ბევრ შემთხვევაში არასწორად კეთდება. მით უმეტეს აღასაშფოთებელია, რომ ის, ბეროდუალით ან მისი შემცვლელით კეთდება, ნებისმიერ დროს. საწუხაროდ, ხან ამას მედიცინის მუშაკიც მიუთითებს. ეს არასწორი და დამღუპველია.ბეროდუალით , ყოველი ინჰალაციის წინ, ფილტვების აუსკულტაცია უნდა ჩატარდეს ექიმის მიერ და ამ შემთხვევასი გადაწყდება, ჩატარდეს ის კიდევ ,თუ შეწყდეს. გამოუცდელი ექიმის რეკომენდაციაა საზიანო, არა თუ არაექიმის.
36-----------
ბევრი საუბრები მიდის, ვირუსთან გამკვლავებაზე სხვადასხვა ვიტამინებით. რაც სწორია. რადგან, თუ უჯრედი სტაბილურად არის ანუ მას თუ არცერთი ვიტამინი და მინერალი არ აკლია, ადამიანს არათუ ვირუსი მოერევა, არამედ არცერთი დაავადება არ დაემართება. აქცენტირებაა, მხოლოდ რამდენიმე ვიტამინზე. ყველა ვიტამინი და მინერალი აუცილებელია ნორმაში იყოს. მაგრამ, ხაზს ვუსვამ იმას , რაც კორონას დროს ყველაზე უფრო აუცილებელია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნით, მოსახლეობაი 90 პროცენტს აკლია, სხვადასხვა ვიტამინი და მინერალი. ამის გამოა დაავადებული ჩვენი მოსახლეობა. რადგან, ამ ფონზე ადვილად მიიღება დაავადებები. ყველაფერი აუცილებელია, მაგრამ კორონასგან დაცვის დროს, ყველაზე მეტად სასწრაფოა -----------ვიტამინით დატვირთვა. რადგან , კორონა რესპირაციული სინდრომით და პნევმონიებით მიდის. რამდენი ფაქტორიც არ უნდა მოგროვდეს, ადამიანს ფილტვების ანთება მაშინ დაეწყება, როცა --------ვიტამინის დოზა უჯრედში დაეცემა. შემოდგომის მძიმე პნევმონიების მორჩენის დროს, ჩემი აქცენტი ----------ვიტამინის დარტყმითი დოზით დატვირთვა იყო და ძალიან ამართლებდა .აქ ბერჯერ მისაუბრია ვიტამინზე. უფრო მეტად ის, თევზში, კვერცხში და კარაქშია. ტვინი ყველაფრის მბრძანებელია. ვაკვირდებოდი ადამიანებს, რომლებსაც სძულდათ მანამდე კარაქი და არასოდეს ეჭამათ. მათი ტვინი ამ ინფორმაციას იღებდა და
აძლიერებით თხოვდა მათი , ფილტვების ანთებით დაავადებული ორგანიზმები----- კარაქს.
37----------------
სალბი უამრავ დაავადებას უხდება. ის გაძლიერებით ებრძვის ორგანიზმში-მიკრობებს, სოკოებს და ვირუსებს. მიიღეთ მისი ნაყენი. ის ყველა აფთიაქში იყიდება ,მშრალი მასის სახით. შველის ბევრ დავადებას. წმენდს ორგანიზმს.ძალიან ამაღლებს იმუნიტეტს.
38--------------
მე ადრე გესაუბრეთ სპირულინა--------ქლორელაზე. რომელსაც ვნიშნავ სახვადასხვა, მძიმე, ქრონიკული დაავადებების დროს. როგორც ადრე გითხარით, თუ ჰორმონები წესრიგშია, ასეთ ადამიანს ვირუსი ვერ მოერევა. ამ წამლის შემადგენლობაში მყოფი-----------ინოზიტილი, ჰორმონების ბალანსს ახდენს. ამ ბალანსის შემდეგ კი, ორგანიზმი, ნორმალური მუშაობის რეჟიმზე გადაერთვება. ქლორელა შეიცავს ქლოროფილს. ის ინტერფერონს გამოიმუშავებს და ვირუსებს ძალიან ებრძვის. ეს წამალი გრიპისა და სხვა ვირუსების დროს, მოწოდებულია აკადემიურ მედიცინაში. მასშია ,სწორედ 8 ვიტამინი, რომელიც იშვიათად მოიპოვება და იმუნიტეტს აძლიერებს.
39---------
მიიღეთ ფუტკრის რძე . მხოლოდ, კაფსულებში, ალერგიული ფონების გამო. იყიდება ევროპული და ამერიკული წარმოების. ის არა მარტო წმენდს ორგანიზმს ,ყველა სახის მიკრობებისგან და სოკოებისგან, არამედ მთელი ძალით , წარმატებით ებრძვის ყველა სახეობის ვირუსებს. მასშია ის მინერალები, რომლებიც ჰორმონებს აბალანსებენ. მასში ბევრი ამონომჟავებია. რომლებიც მართავენ ყველა სასიცოცხლო პროცესებს. ფუტკრის რძე ამცირებს მინიმუმადე ბრონქოსპაზმს, რაც კარდინალური მომენტია. რადგან ,გართულებული კორონა ბრონქოსპაზმით მიდის. აღნიშნული რეკომენდაციები ,შეგახსენებთ, რომ კორონას სამკურნალო კი არ არის , არამედ საპროფილაქტიკოა. იმუნიტეტს ბევრი რამ სწევს მაღლა, მაგრამ ეს პროდუქტი, იმ მცირე ჩამონათვალშია, რომლებიც ძალიან მტკიცედ ეხმარებიან ორგანიზმს, იმუნიტეტის აწევაში. ასევე ,მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნით, იმუნიტეტი,მოსახლეობის 80 პროცენტს დაცემული აქვს. ეს პროდუქტი მნიშვნელოვანია, კიდევ ერთი მომენტის გამო. მოგეხსენებათ რისკის ჯგუფებს, უჭირთ მძიმე ვირუსების გადატანა. ეს პროდუქტი კი, გეგმაზომიერად აბალანსებს შაქარს და ძალიან ეხმარება პანკრეასს ამ საქმეში. მას აქტურად ვიყენებ იმ ადამიანებში, რომლებსაც რამდენიმე კატეგორიის ასთმის ტიპი აქვთ. ეს მომენტი გასათვალისწინებელია, რადგან ასთმის მთავარი პრობლემა, სასუნთქი სისტემის უკმარისობაა. ფუტკრის რძე მნიშვნელოვნად აძლიერებს და აუმჯობესებს ,სასუნტი სისტემის მუშაობას. ვიყენებ მხოლოდ მედიკამენტის სახით.
40--------
იმუნიტეტს, ვირუსების დროს ,ასევე ამაღლებს შემდეგი მცენარეების ნაყენები-------------------კრაზანა, ფარსმანდუკი, მრავალძარღვა, ჭინჭარი და სხვები. არის იმუნოსტიმულატორული ,ძვირიანი წამლები, რომლებიც ,მხოლოდ ,ამ მცენარეებს შეიცავს. იაფად, 5 ლარის ფარგლებში, აფთიქში შეგიძლიათ ეს მცენარეები იყიდოთ, ნაყენი დაამზადოთ და მონაცვლეობით მიიღოთ.
41-------
ჯანსარი ცხოვრებისთვის საჭიროა ენერგია. ადამიანს ენერგია რომ გამოეცლება, შემდეგ იწყება მისი დაავადებები. მე ადრე გაგაცანით q10 კოფერმენტი ანუ უბიქინონი. რომელსაც, ყველაზე ხშირად, თავის კომპლექსში სხვა მედიკამენტთან ერთად ვნიშნავ ძალიან წარმატებით----------გულის დაზიანების, წნევის, ინსულტის შემდეგ, შაკიკის კომპლექსში და კიდევ სხვა შემთხვევებში. ეს ნივთიერება, ყველა უჯრედშია, თუ ადამიანი ჯანმრთელია. ის ქმნის ენერგიას. ტოქსინებს, შლაკებს, მიკრობებს , ვირუსებს აქტიურად წმენდს ორგანიზმიდან. მისი მესამე სახელწოდებაა---------ახალგაზრდობის ვიტამინი. ჩემი, ყველა, ხანდაზმული პაციენტი ამას სვამს და არიან ნამდვილად არხეინად. ექიმმა არ უნდა იკადრო, იმ წამლის დანიშვნა, რაც 10 ნში არ უტყამს. ეს ნივთიერება მიტოქონდრიების აუცილებელი ნაწილია. ყველა თანამედროვე ადამიანმა და მით უმეტეს ბიოლოგებმა იციან, რომ ენერგიას ქმნის---------მიტოქონდრიები. ბევრი ადამიანი დადის ექიმთან და არ იცის რისგან აქვს წნევა. გამოკვეთით----------თირკმლიდან ან გულიდან ან ტვინდანაც არ დაიწყება წნევა, თუ ეს ნივთიერება და კოლაგენი და კიდევ რამდენიმე პარამეტრი არ შემცირდება უჯრედში. ყველა დაავადების მიზეზი ,ორგანული დეფიციტია. ვირუსები, მიკრობები, ბაქტერიები, სოკოები, ადამიანს სასიკვდილოდ დასდევენ მთელი სიცოცხელე. ამას ზოგი ვერ აფიქსირებას, რადგან ისინი, თვალით უხილავი არიან. თუ უჯრედული მდგრადობაა და ყველაზე აუცილებელი ნივთიერებები, არ აკლია ადამიანს, მას ვერაფერს ვერ დააკლებს, ვერც ძლიერი ვირუსი და ვერც რომელიმე მძიმე დაავადება. სიბეცეა------- მაგალითად----------წნევის, დიაბეტის, გულის უკმარისობის, არითმიის, ფილტვების და ბრონქების ქრონიკული უკმარისობის, შაკიკის , ღვიძლის და კიდევ ბევრი დაავადების მკურნალობა, მედიკამენტების იმ კომპლექსის გარეშე, რომლებიც უბიქინონთან ერთად გამოიყენება. ჩვენში ძალიან ცუდი ტენდენციაა, უასარგებლო მედიკამენტების დანიშვნის, რომლებიც უჯრედულ მექანიზმებზე, სულ არ ახდენენ გავლენას, მხოლოდ ნასოსის პრინციპით აჩერებენ დროებით, მაგალითად წნევას. უბიქინონი, იმდენად წევს მაღლა იმუნიტეტს, რომ ორგანიზმს ვირუსი ვეღარ მოერევა

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია