სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წლის საუკეთესო ქართველი ფალავანის ტიტულისთვის ბექა ბერძენიშვილი და გიორგი პაპუნაშვილი იბრძოდა. 2018 წლის ფალავნის ტიტული ბექა ბერძენიშვილმა მოიპოვა.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 დეკემბერი 2018
პირველი არხის ფოტოსაქართველოს აბსოლუტური ფალავნობა გუშინ, 15 დეკემებრს გაიმართა. საქართველოს ფალავანს 35 000 ლარი გადაეცა.„ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდა და სიმართლე გითხრათ, ვერც წარმოვიდგენდი, საქართველოს ფალავანი თუ გავხდებოდი. ემოციებისგან დაცლილი და უზომოდ გახარებული ვარ. კარგია, რომ ასეთი ფულადი ჯილდო მივიღე, მაგრამ ჩემთვის საქართველოს ფალავნობა უფრო ძვირფასია” – განაცხადა პირველ არხთან ბექა ბერძენიშვილმა.შეგახსენებთ, რომ ბექა ბერძენიშვილი ამავე დროს მსოფლიოს ვიცე–ჩემპიონია. მან 11 ნოემბერს სამბოში მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს, +100 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნიდან არის.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია